logo
ENG



"ყველანი აქ ვართ!" - ზელენსკი ვიდეოს აქვეყნებს, იმის დასტურად, რომ უკრაინა არ დაუტოვებია

25 თებ 202221:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/5imt18ug33qrjwf.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც ადასტურებს, რომ მას და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყანა არ დაუტოვებია. 

ზელენსკისთან ერთად ვიდეოში არიან ქვეყნის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მრჩეველი. 

"საღამო მშვიდობის! ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერმინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენ ყველა აქ ვართ. ჩვენი სამხედროები აქ არიან. სამოქალაქო საზოგადოება აქ არის, ყველანი აქ ვართ. ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს, ასეც გაგრძელდება. დიდება ჩვენს სამხედროებს, დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!", - ამბობს ზელენსკი.

 


close დახურვა